home_title

home_body
register

ბარათის შესახებ

Energy Card არის დაგროვებითი  ტიპის ბარათი, რომლის  მიღება შესაძლებელია კომპანია სოკარის ნებისმიერ მომსახურების  ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.

რეგისტრაცია ენერჯი ქარდის მისაღებად:

რეგისტრაციის დროს მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა) რეგისტრაციის დროს  სასურველია მიეთითოს აბონენტის ნომერი და მომხმარებლის მობილური ოპერატორის ნომერი.

ქულების დაგროვება:

ბარათზე ქულების დაგროვება ხდება კომპანია სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავისა და ბუნებრივი აირის  ნაღდი აგნარიშწორებით შეძენის შემთხვევაში.

ქულების გამოყენება:

ბარათზე დაგროვილი ქულების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს შემდეგი მომსახურებები სოკარის ნებისმიერ მომსახურების ცენტრში :

  1. კომუნალური გადასახადები;
  2. შეავსოს ბალანსი მობილურ ოპერატორზე;
  3. გადაცვალოს დაგროვილი ქულები საწვავის  ან ბუნებრივი აირის ტალონებზე.

ენერჯი ქარდის რეგისტრაცია ვებ გვერდზე:

ვებ გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა საშუალება, გადაიხადოს გადასახადები იმ აბონენტის ანგარიშზე ან შეივსოს ბალანსი იმ მობილურ ნომერზე, რომელიც მიუთითა რეგისტრაციის ან მონაცემთა რედაქტირების დროს.

ენერჯი ქარდის მფობელს მონაცემთა (აბონენტის ან მობილური ტელეფონის ნომრის)  რედაქტირება შეუძლია მხოლოდ მომსახურების ცენტრში. რედაქტირების გაკეთება თითოეულ პროვაიდერზე ( ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი და ა.შ) დასაშვებია  თვეში ერთხელ. მომხმარებლის მონაცემთა  ცვლილება ენერჯი ქარდის პროგრამასა და ვებ გვერდზე ავტომატურად აისახება რედაქტირების გაკეთებიდან ერთ სამუშაო დღეში.

ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში ენერჯი ქარდის მფლობელს ეძლევა საშუალება, მიიღოს ინფორმაცია ბარათზე არსებული ქულების შესახებ და ასევე გადაიხადოს გადასახადები.

ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ  ბარათზე არსებული ბალანსის შემოწმება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება ენერჯი ქარდის შესახებ:

ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება, მეტი ინფორმაცია მიიღოს პროდუქტის შესახებ ცხელი ხაზის ნომერზე *0001.  ზარის განხორციელება არ საჭიროებს დამატებით გადასახადს. ქალაქისა და მობილური ტელეფონის საშუალებით ზარის განხორციელებისას იხდით მხოლოდ თქვენთვის ფიქსირებულ ტარიფს.

ვებ გვერდის გამოყენებით ვიზიტორს საშუალება ეძლევა, დაუკავშირდეს ოპერატორს და ესაუბროს ცოცხალი მიმოწერის მეშვეობით  (online chat) და მიიღოს სასურველი ინფორმაცია ენერჯი ქარდის შესახებ. აღნიშნული მომსახურება სრულიად უფასოა და იძლევა საშუალებას, ოპერატორთნ მიმოწერით ერთდროულად რამოდენიმე ვიზიტორმა ისარგებლოს. აღნიშნულ პროგრამას აქვს საშუალება აწარმოოს არქივი და დეტალური სტატისტიკა.

check_balance


your_balance
point
gel
balance_go_back