home_title

home_body
register

კითხვა-პასუხი

ვარ ენერჯი ქარდის მომხმარებელი და შევიცვალე გვარი, როგორ შევიტანო ბარათის მონაცემებში ცვლილება?

ენერჯი ქარდით სარგებლობისთვის აუცილებელია ინფორმაცია გვარის ან სახელის შეცვლის შესახებ ოპერატიულად მიაწოდოთ კომპანია სოკარის მომსახურების ცენტრს. ენერჯი ქარდის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა ხდება თქვენს მიერ წარდგენილი შემდეგი საბუთების საფუძველზე :

  • ახალი  პირადობის მოწმობა
  • ენერჯი ქარდი
  • საინფორმაციო ბარათი (ასლი),  რომელსაც გასცემს სამოქალაქო რეესტრის სამსახური
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, სახელი/გვარის შცვლის დამადასტურებელი საბუთი

დავკარგე ენერჯი ქარდი და როგორ შეიძლება ბარათის და მასზე არსებული ქულების აღდგენა?

დაკარგული ენერჯი ქარდის აღდგენისთვის საჭიროა კომპანია სოკარის ნებისმიერ მომსახურების ცენტრში წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა). დაკარგული ბარათი გაუქმდება და სანაცვლოდ გადმოგეცემათ ახალი ენერჯი ქარდი. დაკარგულ  ბარათზე არსებული ქულები 2 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება ახალ ბარათზე.  ბარათის აღდგენის ღირებულება შეადგენს  2 (ორი) ლარს.

შეიძლება თუ არა ერთ პიროვნებას ქონდეს ორი ან მეტი ენერჯი ქარდი?

ერთ პიროვნებაზე გაიცემა, მხოლოდ ერთი ენერჯი ქარდი.

ერთ ენერჯი ქარდზე შეიძლება თუ არა მიეთითოს ორი სხვადასხვა ელექტრო ენერგიის აბონენტი?

ენერჯი ქარდზე შესაძლებელია, ელექტროენერგიის მხოლოდ ერთი და ბუნებრივი აირის ერთი აბონენტის ნომრის დაფიქსირება.

ვარ ენერჯი ქარდის მომხმარებელი, შევიცვალე საცხოვრებელი (ფაქტიური) მისამართი და შესაბამისად გაზის და ელექტროენერგიის აბონენტის ნომრები, როგორ მოვიქცე?

აღნიშნული ცვლილების შესატანად უნდა მიბრძანდეთ კომპანია სოკარის ნებისმიერ  მომსახურების  ცენტრში და  წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის/ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა)
  • გაზის და ელექტროენერგიის  ახალი ქვითრები, რის საფუძველზეც ოპერატორი შეიტანს შესაბამის ცვლილებებს თქვენს ბარათზე
  • ენერჯი ქარდი

ვარ 15 წლის და მაქვს პირადობის მოწმობა, შემიძლია თუ არა, ავიღო ენერჯი ქარდი?

ენერჯი ქარდი გაიცემა ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან პირებზე, 18 წლის ასაკიდან.

check_balance


your_balance
point
gel
balance_go_back